მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საახალწლო სამზადისის გამო ქუთაისის ცენტრალური მოედანი ნაწილობრივ გადაკეტილია

საახალწლო სამზადისის გამო ქუთაისის ცენტრალური მოედანი ნაწილობრივ გადაკეტილია

ქუთაისის ცენტრალური მოედანი ნაწილობრივ გადაკეტილია – მიზეზი საახალწლო სამზადისია.

ქალაქის ცენტრში იდგმება ასევე ჯიხურები, სადაც სხვადასხვა კერძო ბიზნესი თავიანთ პროდუქციას წარმოადგენს.

მიმდინარეობს ნაძვის ხის მორთვის სამუშაოები, რომელიც ხვალ საზეიმოდ აინთება.

ქუთაისის მერიამ ახალი წლისთვის 16-მეტრიანი, 155 000-ლარიანი ნაძვის ხე იყიდა.

საახალწლოდ ქუთაისში რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის 31 დეკემბრის ღამეს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება და მხოლოდ მომღერლების ჰონორარისთვის 55 700 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები