მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

იმერეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

იმერეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. რამდენიმედღიანმა ძლიერმა ქარმა 12-ვე მუნიციპალიტეტი დააზარალა.

ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლები, კორპუსები და სხვადასხვა შენობები სახურავის გარეშე დარჩა.

ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა ინფრასტრუქტურა, ათობით ავტომობილი.

სტიქიით გამოწვეული პრობლემების გამო მოსახლეობა ელექტროენერგიის, გაზის და წყლის გარეშე იყო დარჩენილი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში დღეიდან გამოიდარებს.

კომენტარები