“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე ამ დროის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 31 124-მა რეგისტრირებულმა ადამიანმა დააფიქსირა.
მისი თქმით, აქტივობა არის ძალიან მაღალი.
“თქვენ იცით, რომ ბოლო მონაცემებით, დარეგისტრირდა 49 638 ადამიანი და აქედან 31 124-მა უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
24 საათის განმავლობაში მუშაობს “ნაციონალური მოძრაობის“ ცხელი ხაზი, სადაც დღის განმავლობაში დაახლოებით 300 ზარი შემოვიდა. ზარები ძირითადად ეხება იმ საკითხს, რომ რეგისტრირებული ადამიანები ამბობენ, რომ კოდი არ მისვლიათ. მეორე შეკითხვა ეხება იმას, რომ ლინკს ვერ ხსნიან და ამ შემთხვევაში მიზეზი არის ის, რომ არასწორად შედიან; ხშირად მოთხოვნას – “მე არ ვარ რობოტი“ სწორად ვერ ავსებენ და ვერ გადადიან შემდეგ გვერდზე, რათა დაასრულონ კენჭისყრის პროცედურა. ასეთი ტიპის ხარვეზებთან გვაქვს საქმე. პირველ ხარვეზს რაც შეეხება, მათ ხელმეორედ დაეგზავნებათ კოდები და თუ ვინმე ვერ მიიღებს, ვთხოვ, დაუკავშირდნენ პარტიის ცხელ ხაზს და აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას.
კენჭისყრა დასრულდება 30 იანვარს, 10:00 საათზე. ამიტომ, მოვუწოდებ პარტიის ყველა წევრს, მხარდამჭერს, იაქტიურონ“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
კომენტარები