ქუთაისში წითელი ხიდის მიმდებარედ არსებული მდინარე რიონის ფერდობი ადამიანების დაშავების და გარდაცვალების ადგილად იქცა.
მოსახლეობის თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები გადავარდნილან, შედეგად მრავლობითი დაზიანებები მიუღიათ ან გარდაცვლილან.
“არის შემთხვევები, როდესაც აქედან ნასვამი ადამიანი, ან თუნდაც ფხიზელი ფიქრობს, რომ მდინარე რიონის ფერდზე ჩავა, თუმცა ისეთი ადგილია უცებ წყდება და მდინარეში ვარდები. აუცილებელია მესერის მოწყობა, რომ თავიდან იყოს აცილეებული მსგავსი შემთხვევები”, – აცხადებენ ადგილობრივები.
კომენტარები