87 მგზავრი, რომლებიც დილით ბერლინში უნდა გაფრენილიყო, ამ დრომდე ქუთაისის აეროპორტში რჩება, ისინი Wizz Air-ისგან პასუხს ელოდებიან.
მგზავრების თქმით, როცა ადგილზე მივიდნენ თვითმფრინავი ჯერ გაფრენილი არ იყო, თუმცა მათ ბორტზე ასვლის უფლება აღარ მისცეს.
“რომ ჩამოვედით, ჯერ არ იყო გაფრენილი თვითმფრინავი, თავიდან მოგვატყუეს, რომ გაფრენილი არისო და დიდი ხანი ველოდეთ, საბოლოო ჯამში არაფერი არ მოხდა, ახლაც ველოდებით, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. დაგვაგვიანდა თოვლის გამო, რომელიც რეალურად ჩვენი ბრალი არ იყო, მაგრამ პასუხისმგებლობას არც “ომნი ბუსი” არ იღებს, არც “ვიზიარი”, არც აეროპორტი”, – აცხადებს ერთ-ერთ მგზავრი.
მგზავრების თქმით, რიკოთზე დიდთოვლობის გამო დაახლოებით 2 საათი დაკარგეს.
მგზავრთა მომსახურეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ თითოეულმა მგზავრმა 300 ლარი უნდა გადაიხადოს, რის შემდეგაც ბილეთის გადაცვლას შეძლებენ.
კომენტარები