24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან წლისთავზე ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია-პერფორმანსი გაიმართება.
ორგანიზატორების თქმით, აქცია პერფორმანსი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 14:00 საათზე დაიწყება.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში “სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა და უკრაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.
ომიდან ერთი წლის შემდეგ უკრაინა აგრძელებს საკუთარი თავის დაცვას და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.
22 თებერვლის მონაცემებით, რუსეთის სამხედრო დანაკარგებმა ომში 145 000 სამხედროს გადააჭარბა.
კომენტარები