იმერეთის გუბერნატორის ახალ მანქანაზე, განსაკუთრებით მწვავე შეფასებები სოციალურად დაუცველ ადამიანებს აქვთ.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებულ სოციალურ საცხოვრისში მყოფების თქმით, მათი კორპუსი საცხოვრებლად უვარგისია, შეიძლება ნებისმიერ დროს დაინგრეს, ამ დროს კი ხელისუფლება ხალხის ნაცვლად მათ კომფორტზე ფიქრობს.
“რაში მაინტერესებს მე იმერეთის გუბერნატორის ახალი მანქანა. ერთბაშად არ ჩამსვას და მაკატაოს. მოახმაროს კაცო ღმერთმა, მაგრამ ჩვენც უნდა მოგვხედოს, არჩევნებზე რომ მობრძანდა და ხმა მოგვეცითო, იმის მერე გამოჩნდა საერთოდ?,” – ამბობს სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები მაკა ხურციძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერის შემდეგ, ახალი სამსახურებრივი ავტომობილი უკვე იმერეთის გუბერნატორს ჰყავს.
კომენტარები