ქუთაისელი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე, რომელსაც ბრალად რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა ედებოდა და სასჯელს ამერიკის შეერთებული შტატების ციხეში იხდიდა, სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ დაბრუნდა.
მოკრივე და მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს 14 ქართველთან ერთად დააკავეს. მოგვიანებით სასამართლომ, ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, ხურციძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხურციძე დამნაშავედ ცნეს გამოძალვასა და თაღლითურ გარიგებაში.
2021 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკრივე ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა, თუმცა ის ამ დრომდე არსად გამოჩენილა.
კომენტარები