ქუთაისში ცისფერყანწელების ბაღი მოეწყობა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს.
მისივე ინფორმაციით, ბაღი ნიკო ნიკოლაძის წიგნთსაცავის უკან იქნება.
“გიორგობას გილოცავთ! ვიცით, რომ ორი გურულის შეთანხმება სახიფათო საქმეა, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. დღეს საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და “გარდენია შევარდნაძემ” თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ და არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქ ქუთაისში ცისფერყანწელების ბაღს მოვაწყობთ”, – წერს კეკელიძე.
კომენტარები