ქუთაისში, პრესის სახლის შენობაში ხანძარი იყო.
ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა.
ადგილზე სახანძრო სამშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ რუსთაველის გამზირზე N37ა-ში მდებარე 2845.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა ელექტრონულ აუქციონზე გაყიდა.
პრესის სახლის ყოფილი შენობა 3 145 000 ლარად ფიზიკურმა პირმა მიხეილ ჩუბინიძემ შეიძინა.
კომენტარები