მთავარიახალი ამბებიიმერეთი

დაზიანებული შესასვლელი, ავარიული კიბეები, მტვერი და ხავსი ინტერიერზე – უფუნქციო მთავრობის სახლი ქუთაისში

დაზიანებული შესასვლელი, ავარიული კიბეები, მტვერი და ხავსი ინტერიერზე – უფუნქციო მთავრობის სახლი ქუთაისში

ქუთაისში არსებული მთავრობის სახლი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე გადაიტანა.

პარლამენტის  ყოფილი შენობის გვერდით არსებული მთავრობის  ყოფილი სახლის შესასვლელი დაზიანებულია. მოპირკეთებული კიბეები ავარიული, ტერიტორია გაუთიბავი, შენობაში დარჩენილ ავეჯსა და ინტერიერს კი მტვერი და ხავსი მოედო.

10 წელია, აღნიშნული შენობა უფუნქციოდ არის.

კომენტარები