იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ოდიშვილის, ონოფრიშვილის და პარეხელაშვილის გვარების ისტორიას გთავაზობთ.
ოდიშვილი – ოდიშვილების ადრინდელი გვარი ცეცხლაძე გახლავთ. თავიდან ცეცხლაძეებს მეჯუდის ხეობის სოფელ არდისში უცხოვრიათ. აქ ყოფილა სამი ძმა: ბედო, ოდი და მელა, რომელთაც ნამდვილი გვარი ცეცხლაძე გადაუკეთებიათ სამ გვარად: ოდიშვილად, ბედოშვილად და მელაძედ.
ონოფრიშვილი – გავრცელებულია კასპის რაიონში (სოფ. კავთისხევი). დაკავშირებულია საკუთარ სახელთან ონოფრე. გადმოცემით ონოფრიშვილთა გვარი მოსიძე ყოფილა, ჯავახეთიდან გადმოსულან ქართლში.
პარეხელაშვილი – საკუთარი სახელადქცეული სადაურობის სიტყვიდან “პარეხელი”-დან მომდინარეობს. პარეხი სოფელი და ტაძარია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. ისტორიულ წყაროებში ცნობილია სასულიერო მოღვაწე მიქაელ პარეხელი.
კომენტარები