ქუთაისი დღეს სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.
“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის”ინფორმაციით, ქუთაისსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს წყლის მიწოდება შეუწყდება.
“ქუთაისის, სოფელ ფარცხანაყანევისა და მიმდებარე სოფლების 52 000-მდე აბონენტს, ძველი ქსელის ჩაჭრითი სამუშაოების გამო, 25 მაისის 01:00 საათიდან 25 მაისის 23:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება.
დამატებითი ინფორმაცია და კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.water.gov.ge
24-საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი: 032 293 00 00”, – ამბობენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
კომენტარები