ქუთაისის “ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში ისევ წააგო. სტივ კინის გუნდმა სამტრედიაში ქობულეთის “შუქურას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
მატჩის გმირი სტუმართა ნახევარმცველი ცოტნე ფაცაცია გახდა. 23 წლის ფეხბურთელმა 68-ე წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს, 90+2-ე წუთზე “შუქურას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
“ტორპედომ” ერთდაერთი გოლის გატანა 90+3-ე წუთზე კაიკე დავიდის პენალტით შეძლო.
ქუთაისის “ტორპედო“, ზედიზედ მეოთხე მარცხის მიუხედავად, მაინც მეექვსე ადგილზე დარჩა.
კომენტარები