ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. პროტესტის მეშვიდე დღეს 9 მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო.
მათი თქმით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” არანაირ დათმობაზე არ წავიდა.
“ჩვენ ისედაც მინიმუმს ვითხოვდით 6 დღის განმავლობაში და ამის მოთხოვნაც კი არ უნდა დაგვჭირვებოდა, დღეს უკვე ერთ-ერთი უპირობო მოთხოვნაა ხელფასის 40%-იანი ზრდა, ასევე, არის უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება, მომარაგება, ისედაც საშიშ პირობებში კიდევ არ უნდა დაგვიზიანდეს ჯანმრთელობა და უნდა იყოს გამართული. მათ სიტყვებს ქმედებები არ მოჰყვება. ამ საქმეს შევეწირები და ამ შეურაცხყოფას არ ვაპატიებ. მინდა, ვთხოვო პრემიერს, გამოგზავნოს შესაბამისი სამსახურები, საფუძვლიანად შეისწავლონ მათი საქმიანობა.
იქამდე ვიქნებით აქ, სანამ დათმობაზე არ წამოვლენ და გონივრულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ”, – აცხადებს ერთ-ერთი მოშიმშილე.
3000-ზე მეტი დასაქმებული კვირაზე კვირაზე მეტია, ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.
გაფიცულები პროტესტის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
კომენტარები