ჭიათურაში მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
პარალელურად 10 დასაქმებული მე- 5 დღეა შიმშილობს, 3 000 მაღაროელი კი 11 დღეა, გაფიცვის რეჟიმში იმყოფება.
პროტესტის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
დასაქმებულების თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
კომენტარები