იმერეთში 2023 წლის პირველ სამ თვეში ქალთა მიმართ ძალადობის 13 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამავე პერიოდში იმერეთში ფიზიკური ძალადობის 3 ფაქტი დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით კი 37 შემთხვევა.
ასევე იმერეთში, ერთ ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკიდან ვიგებთ, რომელიც 2023 წლის პირველი იანვრიდან – 31 მარტამდე პერიოდს მოიცავს.
როგორც შსს-ს მონაცემებიდან ირკვევა, ქალების მიმართ ყველაზე ხშირად ფსიქოლოგიური სახის ძალადობას ჰქონდა ადგილი. საანგარიშო პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 168 ფსიქოლოგიური ძალადობა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე მეტი – 106 შემთხვევა თბილისში მოხდა, 16 შემთხვევა აჭარაში, 13 იმერეთში, კიდევ 13 ქვემო ქართლში, 7 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 კახეთში, 4 შიდა ქართლში, 2 სამცხე-ჯავახეთში, 1 მცხეთა მთიანეთში.
კომენტარები