მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“წლებია, გვატყუებს, ვითხოვთ დროულად დამთავრდეს მშენებლობა, თან ერთი ბინა მგონი რამდენიმე ადამიანზე აქვთ გაყიდული”

“წლებია, გვატყუებს, ვითხოვთ დროულად დამთავრდეს მშენებლობა, თან ერთი ბინა მგონი რამდენიმე ადამიანზე აქვთ გაყიდული”

ქუთაისი, რუსთაველის #101 – ეს არის ადგილი, სადაც სამშენებლო კომპანია მრავალსართულიან კორპუსს აშენებს.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთს” აღნიშნული კორპუსის  მომავალი მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და დახმარებას სთხოვეს.

მოსახლეობის თქმით, სამშენებლო კორპუსის დასრულების თარიღმა რამდენჯერმა გადაიწია, ისინი კი წლებია,  უშედეგოდ ელოდებიან, როდის დასრულდება კორპუსი.

“ასეთი უპასუხისმგებლობა არ მინახავს, წლებია, გვატყუებს აბზიანიძე წელს დავამთავრებთ, ამ თვეში დავამთავრებთ, იმ თვეში დავამთავრებთო, მომავალი წლის დასაწყისში დავამთავრებთო და უშედეგოდ, ფულები კი წაიღო იცოცხლე, მაგრამ  ამ კორპუსის დასრულებას პირი არ უჩანს. საერთოდ არ მაინტერესებს ვინ უდგას უკან, ვინ მფარველობს და ვისით ცდილობს ჩვენს გაბითურებას, ვითხოვთ დროულად დამთავრდეს მშენებლობა. ისე თუ დაადგა საშველი, აშენდა და დასრულდა, პრობლემები მერე ნახეთ თქვენ, ერთი ბინა, რომ მგონი რამდენიმე ადამიანზე აქვთ გაყიდული”, – აცხადებს დაზარალებული ემიგრანტი ნინო კაპანაძე.

სოციალურ ქსელ facebook-ში, ჯგუფ “სიახლე ქუთაისში” ამავე კორპუსზე ადგილობრივებმა დაწერეს და დაზარალებულებს მოუწოდებდნენ გაერთიანებულიყვნენ და ერთად ებრძოლათ მათი უფლებებისთვის. აღნიშნულ ჯგუფში დაიწერა, რომ  სამშენებლო კომპანიის ადმინისტრაცია და მფლობელი, კორპუსის მომავალ  მცხოვრებლებს ატყუებს.

“ინფო იმერეთი” უშედეგოდ ცდილობს  დაკავშირებას  აღნიშნული სამშენებლო კომპანიის ადმინისტრაციასთან.

ახალი ამბების სააგენტო დაინტერესდა რეალურად როდის დასრულდება  კორპუსი და რა პასუხები აქვს სამშენებლო კომპანიას მოსახლეობის ბრალდებებზე. სააგენტო მზად არის სურვილის შემთხვევაში მათი პოზიცია შემოგთავაზოთ.

კომენტარები