მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში ოპერატორი თემურ ლომთაძე გარდაიცვალა

ქუთაისში ოპერატორი თემურ ლომთაძე გარდაიცვალა

ქუთაისში ოპერატორი გარდაიცვალა.

თემურ ლომთაძე ტელეკომპანია “რიონის” ოპერატორი 1994 წლიდან, 29 წლის განმავლობაში იყო.

ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.

“კიდევ ერთხელ გამუქდა ცა, კიდევ ერთხელ დავწუხრდით. ჩვენს რიგებს გამოაკლდა სპეტაკი ადამიანი და დიდი პროფესიონალი თემურ ლომთაძე. მწუხარების ზარმა ჩამოკრა ყველა ახლანდელი და ყოფილი “რიონელის” სულში. მშვიდობით, თემურ. შენ კიდევ უფრო დაგვიმძიმე ისედაც ნაღვლიანი ივლისი”, – წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “რიონის” გენერალური დირექტორი  თამარ ღვინიანიძე.

კომენტარები