მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჩემო ძმებო, გამაგრდით და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს უსამართლობა დავასრულო აქ”

“ჩემო ძმებო, გამაგრდით და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს უსამართლობა დავასრულო აქ”

ქუთაისში, გუმათის დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ძმები ჭელიძეები პრეზიდენტმა შეიწყალა.

საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ისინი ამბობენ, რომ  ისინი 2 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ და უდანაშაულოები იყვნენ. მათივე თქმით, აქციაზე ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია მოხდა, ისინი მათ დაკავებას თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირებას უკავშირებენ.

“უსაფუძვლოდ და არასამართლიანად მოხდა ჩვენი დაჭერა. სადაც მე არ ვიყავი, ირაკლი ჭელიძეც არ იყო, ჩვენ ორი ადამიანი არ ვიყავით, უბრალოდ, ვარაუდის დონეზე ჩვენ დაგვიჭირეს. დღეს მოვიდა ბადრაგი და გვეუბნება შეგიწყალა პრეზიდენტმაო, ძალიან გამიხარდა, გამოვედი. მოკლედ ვიტყვი, ბიჭებო, ჩემო ძმებო, გამაგრდით და მე ყველაფერს  გავაკეთებ, რომ ეს უსამართლობა დავასრულო აქ. ამ უსამართლობას ერთიანად ვებრძოლოთ და დავამარცხოთ, წავიდეს ეს მთავრობა ჩვენნაირ, ვაჟკაც, წესიერ და პატრიოტ ქართველებს რომ იჭერენ. იქნება ბრძოლა ამ რეჟიმის წინააღმდეგ, ჩემ 2 წელიწადს და 4 თვეს ამათ არ შევარჩენ”, – განაცხადა თამაზ ჭელიძემ.

საქმეზე მათთან ერთად კიდევ 5 პირია დაკავებული. ისინი ამ დრომდე საპატიმროში რჩებიან.  ადვოკატ დალი სულაქველიძის თქმით,  საპატიმროში მყოფებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.

ძმები ჭელიძეები პრეზიდენტმა გუშინ, 28 ივლისს შეიწყალა.

თამაზ და თორნიკე ჭელიძეები, გელა ჭელიძე, ირაკლი ჭელიძე, ძმები – რევაზ და ფირუზ წულუკიძე, ასევე ელდარ ანთაძე 2021 წლის აპრილში დააკავეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე, მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს, ასევე დააზიანეს, ერთ-ერთის ავტომანქანა.

დეკემბერში სასამართლომ ძმებს – რეზო და ფირუზ წულუკიძეებს, ასევე ელდარ ანთაძეს 5 წელი მიუსაჯა, ძმებ ჭელიძეებს და მათ ბიძაშვილებს კი 4 წელი.

კომენტარები