შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 13 ადამიანი.
ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია 400-მდე მაშველი, პროცესში ჩართულია ორი ვერტმფრენი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. 25 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
კომენტარები