მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს აგრესორი რუსეთის ქმედებები და აღნიშნეს, რომ ოკუპანტი ქვეყანა ცივილიზებული სამყაროს მტერია.

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა, 263 598 ადამიანი დევნილად იქცა. საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოაცხადა.

“მცოცავი ოკუპაცია”, ტერიტორიების მიტაცება და ადამიანების გატაცება დღემდე გრძელდება.

კომენტარები