ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე კორპუსებიდან ბათქაში ცვივა.
ადგილობრივების თქმით, შენობიდან ჩამოვარდნილი სამშენებლო ფრაგმენტები ხშირად ადამიანებს ეცემა.
“ამ ქუჩაზე სულ კომერციული ობიექტებია, ხალხი მუდმივად გადაადგილდება, კორპუსებიდან კი სულ ბათქაში ცვივა. გარდა იმისა, რომ საშიშია, ასევე შენობები საშინლად გამოიყურება”, – აცხადებენ ადგილობრივები.
კომენტარები