მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სიცოცხლეშივე გამოვცადე რა არის ჯოჯოხეთი” – ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილი

“სიცოცხლეშივე გამოვცადე რა არის ჯოჯოხეთი” – ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილი

“მე უკვე სიცოცხლეშივე გამოვცადე რა არის ჯოჯოხეთი”, – აცხადებს ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილი ქალი, რომელიც მშობლებთან ერთად ათეული წელია, უმძიმეს პირობებში ცხოვრობს.

ავარიული ჭერი, დაბზარული კედლები, ამორტიზებული იატაკი, ჩამსხვრეული მინები, მღრღნელები და ქვეწარმავლები ადამიანებთან ერთად – ეს დევნილების ყოველდღიურობაა.

“ჩვენს ცხოვრება არსებობა უფროა, ვიდრე ცხოვრება. ჯოჯოხეთის გზას სიცოცხლეშივე გავდივარ. ენით რომ ვერ აღწერ, ისეთ პირობებში ვცხოვრობთ. მღრღნელები და ქვეწარმავლები თავზე გვახტებიან. ასეთ პირობებში ცხოველიც კი არ გაათევს ღამეს, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, წასასვლელი არსად გვაქვს. მეშინია ყოველი ღამის და ყოველი დილის, რადგან ისეთმა მღრღნელმა ან ქვეწარმავალმა არ გვიკბინოს, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდება”, – აცხადებს დევნილი მაია ჯაჯუანი.

კომენტარები