ქუთაისის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შენგელიას მიმართავს.
პარტია “საქართველოს” წევრი, 2024 წლის ბიუჯეტში ქუთაისში არსებული მდინარეების კალაპოტების გაწმენდითი სამუშაოების და ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტების განხორციელების გათვალისწინებას ითხოვს.
“პარტია “საქართველოსთვის” სახელით, მოგმართავთ ინიციატივით: 2024 წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, პრიორიტეტი მიენიჭოს მდინარეებისა და ხევების კალაპოტების გაწმენდით და ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით, მაღალი რისკის უბნებში. ლოკაციებზე, სადაც უხვ ნალექს სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია.
ბიუჯეტის საბოლოო ფორმირებამდე, სასურველია მოხდეს მაღალი რისკის ზონების იდენტიფიცირება და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფა.
იმედი მაქვს, საკრებულო გაითვალისწინებს წამოყენებულ ინიციატივას მომავალი ბიუჯეტის დაგეგმვისას, რათა მაქსიმალურად შევძლოთ საფრთხეების თავიდან აცილება და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა”, – აღნიშნავს ელეონორა არჩაია.
კომენტარები