სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე “ოცნების” ინფრასტრუქტურული კრახიდან 6 თვე
გავიდა. 22 თებერვალს, მდინარე რიონმა ხიდს ბურჯი გამოაცალა და ესტაკადა ამ დრომდე წყალშია ჩავარდნილი.
რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მაშინ ამბობდა, რომ საზოგადოებას წინასწარი პროგნოზისგან თავი შეეკავებინა. მისი თქმით, მდინარის დონის დაწევისთანავე საქმეში სპეციალისტები ჩაერთვებოდნენ და წყალწაღებული ხიდის საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცემოდა.
6 თვის შემდეგ მდინარის დონე დაკლებულია, თუმცა არც ექსპერტების დასკვნა გასაჯაროებულა და არც სამშენებლო პროცესი განახლებულა.
“როცა ჩამოინგრა ეს ხიდი ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მოგვიწოდება, რომ ნაადრევი დასკვნები არ გამოგვეტანა და და როგორც კი დაიწევდა რიონის დონე ჩაერთვებოდნენ პროცესში აკვალანგები, ექსპერტები და უმოკლეს დროში აღდგებოდა სამშენებლო პროცესი, ნახევარი წელზე მეტი გავიდა, თუმცა სამშენებლო პროცესი არ განახლებულა, რაც არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ დღეს სახელმწიფოს კორუმპირებული ჩინოვნიკები მართავენ”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ვასილ ურუშაძემ.
როდის აღდგება სამტრედიის მუნიციპალიტეტში წყალწაღებული ხიდი, ისევ უცნობია.
კომენტარები