მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ადვოკატი – ქუთაისელებო, ყველანი ციხესთან! 50-ზე მეტმა პატიმარმა დაიჩეხა თავი, შიმშილობს მთელი ციხე!

ადვოკატი – ქუთაისელებო, ყველანი ციხესთან! 50-ზე მეტმა პატიმარმა დაიჩეხა თავი, შიმშილობს მთელი ციხე!

ადვოკატების ინფორმაციით, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 50 პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა, ასევე, ციხეში მყოფმა ყველა პატიმარმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა გამოაცხადა.

უფლებადამცველი პატიმრების ოჯახის წევრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

“ქუთაისელებო, ყველანი ციხესთან! #2 პენიტენციურ დაწესებულებაში ბუნტია! ჩემი ინფორმაციით, 50-ზე მეტმა პატიმარმა დაიჩეხა თავი. შიმშილობს მთელი ციხე! არა დროული სამედიცინო დახმარება! არა ყურადღება! არა ამნისტია! არა ვადაზე ადრე გათავისუფლება! ადგილი აქვს რეჟიმის დაბრუნების მცდელობას. შეუშვით თქვენს პატიმრებთან ადვოკატები, მოინახულონ ადგილზე, რადგან დიდია ალბათობა პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია უარყოს!” – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

კომენტარები