ქუთაისში, გალერეა “ვარლაში“ ტრადიციული საშემოდგომო გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაში წარმოდგენილია ქუთაისსა და იმერეთში მოღვაწე 64 მხატვრის 119 ნამუშევარი.
გამოფენილია ყველა ჟანრის ნამუშევარი: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება და გამოყენებითი ხელოვნება.
გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს 6 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლება.
კომენტარები