მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისის მე-14 საბავშვო ბაღში არის ძალიან ცუდი მდგომარეობა, კედლები სრულიად დახსნილია”

“ქუთაისის მე-14 საბავშვო ბაღში არის ძალიან ცუდი მდგომარეობა, კედლები სრულიად დახსნილია”

ქუთაისის მე-14 საბავშვო ბაღში კედლები დაიბზარა. ბავშვების შენობის სხვა ნაწილში გადაიყვანეს.

მშობლების თქმით, შენობა ავარიული და საფრთხის შემცველია. მათ ნაწილს ბავშვები ბაღში აღარ დაჰყავთ, ნაწილი კი შვილის სხვაგან გადაყვანას გეგმავს.

ბაღის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროცესში უკვე ჩართეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე გახდება ცნობილი, რამდენად უსაფრთხოა შენობა.

“ბაღში არის ძალიან ცუდი მდგომარეობა. ავარიულ მდგომარეობაშია. აი, გარედანაც კი ჩანს თვითონ მიშენებული შენობა რა მდგომარეობაშია. კედლები არის სრულიად დახსნილი, შუქი ჩამოდის და არა მარტო ახალ მიშენებულ ოთახებში, ძველ შენობაშიც უკვე დაწყებულია ბზარი და ჭერიც დაზიანებულია დარბაზის ოთახში”, – აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

კომენტარები