ხვალ საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება.
მღვდელმთავრები აცხადებენ, რომ არ იციან ის დღის წესრიგი, რომელიც სინოდის სხდომაზე განიხილება.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე აცხადებს, რომ ყველა მისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს და მან არ იცის რაზე იქნება საუბარი სინოდის სხდომაზე.
“მე ვიცი რაზე ვაგებ პასუხს მე. ყველა მისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს და ამზადებს საკითხებს”, – აღნიშნა მეუფე იოანემ.
სინოდის სხდომა საპატრიარქოში 2 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები