მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდა

ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდა

ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი 11-12 ნოემბერს, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარეობდა.

ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი სამწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა.

ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ლა სკალას საბალეტო სკოლის დირექტორი ანა მარია პრინა იყო, ფესტივალის სახე კი – ბალეტის ვარსკვლავი ირმა ნიორაძე.

საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა ევროპიდან მოწვეული, ათი სხვადასხვა ქვეყნის საბალეტო დასის 50 წამყვანი პროფესიონალური ბალეტის მოცეკვავე.

ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის გრან -პრი იაპონელმა მოცეკვავემ ჰიროტო ნაკაბაიაშიმ მოიპოვა.

საერთაშორისო ფესტივალის მიზანია ბალეტის სფეროს პოპულარიზება და ქუთაისში კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა.

კომენტარები