ზესტაფონის კლასიკური დრამატურგიის თეატრალური ფესტივალის გრან-პრის მფლობელი ზესტაფონის სახელმწიფო თეატრი გახდა.
ცნობილი მსახიობის უშანგი ჩხეიძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თეატრალური ფესტივალი 28 ნოემბერს გაიხსნა, რომლის ფარგლებში ზესტაფონის სახელმწიფო თეატრი სხვადასხვა თეატრების დასებს მასპინძლობდა.
ნომინაციებში გამარჯვებულები:
მამაკაცის საუკეთესო ეპიზოდური როლი – ანდრია ვაჭრაძე (რუსთავის თეატრი)
ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლი – მარიამ არღუთაშვილი (ერისთავის თეატრი)
მამაკაცის საუკეთესო სახასიათო როლი – თორნიკე კაკულია (ფოთის თეატრი)
ქალის საუკეთესო სახასიათო როლი – ნათია მელაძე (რუსთავის თეატრი)
მამაკაცის საუკეთესო დრამატული როლი – კონსტანტინე ფოცხვერაშვილი (ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
ქალის საუკეთესო დრამატული როლი – ანიკო შურღაია (ფოთის თეატრი)
საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევარი – კონსტანტინე ფურცელაძე (ფოთის თეატრი)
საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – კონსტანტინე ეჯიბაშვილი (ფოთის თეატრი)
საუკეთესო სცენოგრაფია – დავით აბრამიშვილი (ერისთავის თეატრი)
თოჯინების საუკეთესო ავტორი – ვახტანგ ქორიძე (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი)
საუკეთესო კოსტიუმების მხატვარი – ხატია დავითაშვილი (ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი – საბა ასლამაზიშვილი (ფოთის თეატრი)
მაყურებლის რჩეული სპექტაკლი – “ჰამლეტი” (ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
გრან-პრი (საუკეთესო სპექტაკლი) – “ჰამლეტი” (ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი)
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
კომენტარები