ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
აეროპორტის მიმდებარედ ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
“ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარები