ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებულ მაღაზიათა ქსელ “ნიკორაში” ინციდენტი მოხდა.
მაღაზიაში დანით შეიარაღებული პირი შევიდა, რამაც თანამშრომლების შეშინება გამოიწვია.
“დანით შემოვიდა, ძალიან შეგვეშინდა”, – აღნიშნავენ მაღაზიის თანამშრომლები.
დაცვამ პოლიციას შეატყობინა, პირს კი მართლსაწინააღმდეგო ნივთი ჩამოართვეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
კომენტარები