მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დანით შემოვიდა, ძალიან შეგვეშინდა”, – რა მოხდა ქუთაისის ცენტრში, “ნიკორას” მაღაზიაში

“დანით შემოვიდა, ძალიან შეგვეშინდა”, – რა მოხდა ქუთაისის ცენტრში, “ნიკორას” მაღაზიაში

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებულ მაღაზიათა ქსელ “ნიკორაში” ინციდენტი მოხდა.

მაღაზიაში დანით შეიარაღებული პირი შევიდა, რამაც თანამშრომლების შეშინება გამოიწვია.

“დანით შემოვიდა, ძალიან შეგვეშინდა”, – აღნიშნავენ მაღაზიის თანამშრომლები.

დაცვამ პოლიციას შეატყობინა, პირს კი მართლსაწინააღმდეგო ნივთი ჩამოართვეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

კომენტარები