ქუთაისში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ადევნებაში მხილებული პირი დაკავებულია, – ინფორმაციას უფლებადამცველი ლევან ჭელიძე ავრცელებს.
მისივე ცნობით, დაკავებული შესაბამის ფსიქიატრიულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
“ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების მიერ, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ადევნებაში მხილებული პირი დაკავებულია. დაკავებული პირი შესაბამის ფსიქიატრიულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მადლობა შსს-ს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსს, ბ/ნ დავით ბაქრაძეს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საპროცესო მოქმედებებში”, – წერს უფლებადამცველი.
სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უცნობი მამაკაცი მოზარდებს ავიწროებდა.
კომენტარები