მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისში, ბავშვი დაინახა თუ არა, დაუწყო შევიწროება, გაფრთხილდით, ფოტოს ვდებ შეგნებულად”

“ქუთაისში, ბავშვი დაინახა თუ არა, დაუწყო შევიწროება, გაფრთხილდით, ფოტოს ვდებ შეგნებულად”

ბავშვი დაინახა თუ არა დაუწყო შევიწროება, იცოდეთ ეს ამბავი და გაფრთხილდით, დაარიგეთ ბავშვები, ახლოს არ გაეკარონ ამ არარაობას, – მარტოხელა დედა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, მისი 12 წლის შვილის შევიწროების შესახებ წერს, მამაკაცის ფოტოს აქვეყნებს და მოქალაქეებს მიმართავს, დაეხმარონ ამოცნობაში.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 19 ნომერს ავტობუსში მოხდა, თუმცა კაცი მოზარდს ტრანსპორტიდანაც ჩამოჰყვა და სახლამდე სდია.

“გუშინ ჩემი არასრულწლოვანი 12 წლის შვილი მგზავრობდა 19 ნომერი ავტობუსით მარტო, იმედის სკოლიდან მოდიოდა სახლში, ვცხოვრობთ ნიკეს ქუჩაზე, აისის გაჩერებასთან. ეს არაკაცი გდებულა ავტობუსში, ბავშვი დაინახა თუ არა დაუწყო შევიწროება, უკითხავს სად მიდიხარო, რა ლამაზი გოგო ხარო და ასე შემდეგ. შემდეგ მოკალათდა სკამზე ისე, რომ წინიდან ეყურებინა ბავშვისთვის და დაუწყია ფოტოების გადაღება. შვილმა მითხრა, არცერთ კითხვაზე არ ვუპასუხეო, ხოლო როდესაც ფოტოების გადაღება დამიწყო, ვკითხე, რატომ მიღებ ფოტოებსო და მიპასუხა ლამაზი გოგოები მომწონსო.

ამასობაში გაჩერებაზე გააჩერა ავტობუსმა, ბავშვი ჩამოვიდა და ჩამოჰყვა ეს არაკაცი, უსდევია სახლამდე!!!! ატირებული, შეშინებული და აკანკალებული მოვიდა ბავშვი სახლში. ხალხო, დამეხმარეთ!! ვიმყოფები ემიგრაციაში მარტოხელა დედა ვარ, ბავშვს ზრდის ბებია, დღეს ასულა ავტობუსში ისევ ბავშვი და დახვედრია ეს არაკაცი ისევ. რაც მოვახერხე დედა ფოტო გადავუღეო და ჩამოვედი ავტობუსიდანო. ფოტოს ვდებ შეგნებულად, იქნებ ვინმე იცნობთ ვინ აგდია!!

სადღაც ახლოში ცხოვრობს ალბათ, რადგან 19 ავტობუსს დაჰყვება! ხვალ დედა მიდის პოლიციაში, აუცილებლად აღვძრავთ საქმეს ამასთან დაკავშირებით. აქ ბევრი ხართ, ვისაც შვილები გყავთ, იცოდეთ ეს ამბავი და გაფრთხილდით, დაარიგეთ ბავშვები, ახლოს არ გაეკარონ ამ არარაობას. გთხოვთ, პირადში მომწეროთ თუ იცნობთ რომელიმე ამ პიროვნებას, რომ კონტაქტზე გავიდეთ. უფალი გფარავდეთ ყველას!” – წერს მოზარდის დედა.

https://www.facebook.com/photo?fbid=3471116569866643&set=gm.1428397054228021&idorvanity=155056771562062

 

კომენტარები