ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალები მეზობლები იყვნენ. 65 და 45 წლის ქალებს მანქანა ე.წ. ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც თითქოს ორი ავტომობილის მძღოლი ერთმანეთის გასწრებას ცდილობდა, თუმცა როგორც “ინფო იმერეთმა” გაარკვია, დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ქვეითებს დაეჯახა, მეორე ავტომობილს კი ქალი მართავდა, მაგრამ მისი ბრალეულობა არ იკვეთება.
ავტოქარხნის დასახლებაში, მარჯვენა ზოლში ლამპიონები არ არსებობს, რის გამოც ცუდი ხილვადობაა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება, რადგან მძღოლები საავტომობილო გზაზე მოძრავ ქვეითებს ვერ ხედავენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
კომენტარები