მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სალომინაო – სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში

სალომინაო – სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში

სალომინაო (1991 წლამდე კიროვი) — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: სალომინაო, ბაგინეთი). მდებარეობს მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეებს კვინისწყალს და კორისწყალს შორის.

სოფელში დგას XVI საუკუნის ეკლესია.

სალომინაო იმერეთის ისტორიული მხარეა. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა მდინარე რიონი, სამხრეთით – მთა ფერსათი. XVIII საუკუნის 20-იან წლებში იმერეთის მეფემ ალექსანდრე V-მ სალომინაო რაჭის ერისთავთა გვერდითი შტოს წარმომადგენელს გედევან ერისთავს გადასცა და მას ბარის ერისთავის ტიტული მიანიჭა.

1820-იან წლებში სოფლის მოსახლეობას დაახლოებით 30 ოჯახი შეადგენდა. იდგა 40-კაციანი სამხედრო პოსტი.

გავრცელებული იყო მეფუტკრეობა, მევენახეობა. ტყეში გავრცელებული იყო წიფელი, წაბლი, ცაცხვი, თელა, კოპიტი.

სოფელში დაიბადნენ: ქირურგი, აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავი; პოეტი დომენიკა ერისთავი, ცნობილი ფსევდონიმით “განდეგილი”.

კომენტარები