მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მთავრობამ საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციისთვის 7.5 მლნ ლარი გამოუყო

მთავრობამ საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციისთვის 7.5 მლნ ლარი გამოუყო

მთავრობამ გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის დამატებით 7.5 მილიონი ლარი გამოყო.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, აღნიშნული თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოეყო, რომელმაც თავის მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (მიმღების დასახელება – გელათს სამონასტრო კომპლექსი) უნდა გადაურიცხოს.

საპატრიარქომ გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სამინისტროსგან 2023 წლის აპრილში გადაიბარა.

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი, რომლის რეაბილიტაციაზე 800 ათასი აშშ დოლარი და 1 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, თუნუქის დროებითი გადახურვის ქვეშაა.

 

კომენტარები