ტყიბულის წყალსაცავში მდებარე ერთ-ერთი კუნძული, რომელიც მუნიციპალიტეტმა მარტის დასაწყისში აუქციონზე გასაყიდად ხელმეორედ გამოიტანა, 357 000 ლარად გაიყიდა.
კუნძულის საწყისი ფასი 120 000 ლარი იყო.
ტყიბულის წყალსაცავის 3 კუნძულის გასაყიდად, სამი აუქციონი 2023 წლის დეკემბერში ტყიბულის მერიამ გამოაცხადა. სამივე კუნძული 3,040 მილიონ ლარად გაიყიდა. მოგვიანებით კი მესამე კუნძულის აუქციონის შედეგები ბათილად გამოაცხადეს.
კომენტარები