პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩები დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია.
“არ შეიძლება ცალმხრივად განცხადებების კეთება არგუმენტების გარეშე. ყველას კიდევ ერთხელ ვთავაზობ ღია დისკუსიას.
თუ სურთ ელჩებს იყვნენ პოლიტიკური დებატების ნაწილი, ან უცხოელ პოლიტიკოსებს, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოების თანდასწრებით ღია დისკუსიაში უნდა ჩაერთოს. ჩემი წინადადება რჩება ძალაში”, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები