მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს რუსთაველზე

შალვა პაპუაშვილი – ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს რუსთაველზე

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 29 აპრილს ყველა მივიდეს პარლამენტთან “ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებულ საერთო-სახალხო შეკრებაზე.

“მგონი, გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. ზიზღის კამპანიაა, რომელსაც ისინი ბოლო პერიოდში ეწევიან და გუშინ ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა. გვახსოვს, ხელისუფლებაში ყოფნისას რასაც აკეთებდნენ, ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას. ახლა ოპოზიციიდან, „ფეისბუქიდან“ და კლავიატურებიდან პირდაპირ აშინებენ საზოგადოებას, რომ მათ არ გამოთქვან თავიანთი აზრი. ამ ჯგუფების უკან დგას უცხოური დაფინანსება, როდესაც ვსაუბრობთ „ენჯეოებზე“, მათ შორის ზოგიერთ პარტიაზე. ეს არის ჩვეულებრივი ზიზღის, დაშინების კამპანია. საზოგადოება ხედავს, რომ ამ ხალხს ერთი გრამი ძალაუფლება რომ მივცეთ, ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ხელში ჩაიგდონ, ზუსტად იმავე ტერორს გააგრძელებენ, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება.

29 აპრილს ყველა, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ყველა, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს რუსთაველზე, რადგან ზიზღის კამპანიას, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით, ქართული ღირსებით, ღირებულებებით ვუთხრათ ქართველი ხალხის სიტყვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები