მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო

83 მომხრე, 23 წინააღმდეგი – ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო.

3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პირობა ისევ გადათქვა და “რუსულ კანონი,” ჩაგდებიდან 1 წლისა და ერთი თვის შემდეგ, ის ხელახლა დააინიიცირა. კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი “უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციაა,” ნაცვლად “უცხოური გავლენის აგენტისა”.

კანონის შემობრუნებას საზოგადოების მწვავე პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ამის მიუხედავად, “ოცნებამ” 17 აპრილს რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. გასულ ღამეს კი რუსული კანონის საწინააღმდეგო მასშტაბური აქცია დაარბია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა (წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი). დააკავეს აქციის 63 მონაწილე.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური იყო, გამოყენებული ძალა გაუტოლდა წამებასა და არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას.

კომენტარები