მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ყველგან პოლიცია, არსად სამართალი” – წარწერა ქუთაისის ცენტრში

“ყველგან პოლიცია, არსად სამართალი” – წარწერა ქუთაისის ცენტრში

“ყველგან პოლიცია, არსად სამართალი” – ამ შინაარსის წარწერა გაკეთდა ქუთაისში.

შავი საღებავით წარწერები, ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ბულვარის დროებით შემოღობვაზე გაკეთდა.

წარწერის ავტორი უცნობია.

არსებული ინფორმაციით, წარწერა  თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ გამოსული აქტივისტების დაკავებას უკავშირდება.

როგორც ახალგაზრდები ამბობენ, დაკავებულების უმრავლესობას  არანაირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არ ჩაუდენია, თუმცა აქტივისტების დაკავება მაინც განხორციელდა.

კომენტარები