მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართა

ქუთაისში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართა

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური აქცია-კონცერტი გაიმართა.

ორგანიზატორების თქმით, დღეს ერთი მხრივ, შეჯამდა ქუთაისში მიმდინარე უწყვეტი პროტესტი, ხოლო  მეორე მხრივ, ქართველმა მუსიკოსებმა, რომლებიც იზიარებენ პროტესტის შინაარსს და მხარს უჭერენ დემონსტრანტებს, მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია მათივე საბრძოლო იარაღით – მუსიკით.

აქცია-კონცერტში მონაწილეობდნენ მუსიკოსები: SKAZZ; ბაჩო ჯიქიძე; Will; Kolak;  Stress; See; Me; გერჩი; Louie;

კონცერტის მსვლელობისას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და სიმბოლურად საქართველოს და ევროკავშირის დროშები გამოიტანეს.

კომენტარები