ზესტაფონის მერიამ 10 108 ლარის პრემია – ჯილდო, ხოლო 28 324 ლარის სახელფასო დანამატი გასცა.
ზესტაფონის მერიის მიერ გაცემული პრემია, დანამატებით და სახელფასო ჯილდოებით იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” დაინტერესდა.
“ინფო იმერეთისთვის” უცნობია, ვინ და ვინ წახალისდა ბიუჯეტის ფულით ზესტაფონის მერიაში.
აღნიშნული სახელფასო ჯილდო და დანამატი 2024 წლის 6 თვის განმავლობაში გაიცა.
“ინფო იმერეთი” იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის მონიტორინგს აგრძელებს. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, სად და ვისზე იხარჯება ბიუჯეტის ფული.
მასალა მომზადებულია მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით.
კომენტარები