ონში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
დაშავებულია ორი ადამიანი.
ინფორმაცია “ინფო იმერეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები