საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების თანახმად, 2023 წლის ივლისთან შედარებით, მიმდინარე წლის ივლისში რესტორანში სადილობის ფასი 3%-ით გაძვირდა.
ფასებმა მოიმატა ქართულ ტრადიციულ კერძებზეც, კერძოდ რესტორანში ხინკალი 13%-ით გაძვირდა, ხაჭაპური კაფეში 4%-ით, საცხობში კი 7%-ით გაძვირდა.
გაზირებული მინერალური წყლის ფასმა 8%-ით მოიმატა. არაგაზირებულმა კი 4%-ით. ჩამოსასხმელი ღვინო 10%-ით, ბოთლის ღვინო კი 5%-ით. 9%-ით გაძვირდა ლუდი.
რაც შეეხება ყავას, კაფეში მისმა ფასმა 4%-ით მოიმატა.
კომენტარები