მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემა დაიწყო

საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემა დაიწყო

მომსახურების სააგენტომ “საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო, – ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე და დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში.

ამასთან, მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე გაიცემა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობაც, რომელიც მოქმედია სამი წლის ვადით.

სააგენტოს ცნობით, დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში.

საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარადგინოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ეროვნული მართვის მოწმობა.

კომენტარები